საზოგადოება

თბილისის ავტოპარკი გაზზე მომუშავე 200 ავტობუსით განახლდება

23.06.16 16:10


საქართველოს პარლამენტმა ოთხშაბათს 83 ხმით დაუჭირა მხარი საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას“.

შეთანხმების თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოსთვის გამოყოფს 27 მლნ ევროს ოდენობით სესხს, ხოლო გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდი (ESP) 7 მლნ. ევროს ოდენობის გრანტს
აღნიშნული თანხა ქალაქ თბილისის ავტობუსების პარკის განახლებისათვის გამოიყენება. დაგეგმილია დედაქალაქისთვის 200 გაზზე მომუშავე ავტობუსის შეძენა. მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთათვის.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები