საზოგადოება

გიორგობის დღესასწაულზე პატრიარქი 670 ბავშვს მონათლავს

20.11.17 15:10


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გიორგობის დღესასწაულზე 670-მდე ბავშვს მონათლავს. 51-ე ნათლობაზე 300-მდე ბავშვი მაღალმთიანი აჭარიდან - ხულო, ქედა, შუახევიდან იქნება.

ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატარებს ტრადიციულად საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ამ დროისთვის ილია მეორეს უკვე 32 635 ნათლული ჰყავს.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები