საზოგადოება

ურეკი ზაფხულის სეზონისთვის ემზადება

23.06.16 16:40


საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანია ურეკში ორ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლებიც წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ცენტრალიზებული სისტემის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში მოხდება ურეკის წყალმომარაგებისა და წყალარინების სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და ქსელების მოწყობა, ასევე კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, აღნიშნულია კომპანიის საიტზე განტავსებულ განცხადებაში.

შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ხოლო კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შედეგად შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება.

ურეკში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 78 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო.

ახალი საზაფხულო სეზონისთვის სპეციალურად ახალი სპეცტექნიკა შეიძინეს. შედეგად ურეკისა და შეკვეთილის გასწვრივ 14 კილომეტრიან სანაპირო ზოლს კვირაში რამდენჯერმე 12 თანამედროვე მანქანის საშუალებით გაწმენდენ, აღნიშნეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში.

გარდა ამისა, ურეკი-შეკვეთილის გზის 13 კილომეტრიან მონაკვეთზე ქუჩის განათებას ამონტაჟებენ — ცვლიან დაზიანებულ ბოძებს, სადენებსა და ნათურებს.

ურეკში ასევე გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა სრულდება. სამუშაოების ღირებულებაა 994 ათასი ლარი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები