საზოგადოება
23.06.16 17:20
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში ქართული ღვინისა და ჩინურ-ქართული ფოლკლორის დღე „საქართველო - ღვინის სამშობლო, მეღვინეობის 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“ აღინიშნა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
მასზე მოწვეულ სტუმრებს კაფე Art Café Ku-მ უმასპინძლა.
ჩინელ და ქართველ დელეგატებთან ერთად ღონისძიებას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგაგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური და ქართული ღვინის წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი.
სტუმრებს შორის იყვნენ პეკინის წამყვანი უნივერსიტეტების (Peking University, Renmin University და სხვა), ღვინის ინდუსტრიის, ხელოვნების სფეროს, ღვინის სპეციალიზირებული და სხვა მედია საშუალებების წარმოამდგენლები.
სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის კომპანიების („თელედა“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „კახური ღვინის მარანი“, „შალვინო“, „ტიფლისკი ვინნი პოგრები“, „მეღვინეობა ხარება“ და „თელავის ღვინის მარანი“) 30 სახეობის 100-მდე ბოთლი ღვინო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ჩინეთში მცხოვრები ქართველი მოქანდაკე-მხატვრის ალექსანდრე გელაშვილის შემოქმედებას.
ღონისძიება ჩინური და ქართული ფოლკლორითა და ცეკვებით წარიმართა, რომელიც ქართული და ჩინური კერძებისა და ქართული ღვინის დაგემოვნებით დასრულდა. ჩინურ ტრადიციულ საკრავზე (Guzheng) შესრულებული მუსიკა და ჩინური ფოლკლორული ცეკვები კორეის ანსამბლის მიერ იქნა შესრულებული, რომლის ორგანიზება პეკინის საერთაშორისო კულტურის განვითარების ორგანიზაციამ უზრუნველყო.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 397
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24