ეკონომიკა

ბაქო-თბილისი-ყარსი: ყაზახური ხორბლით დატვირთული მეორე მატარებელი მზად არის

28.11.17 15:15


ბაქო-თბილისი-ყარსის ახალგახსნილი მარშრუტით ტვირთის გადაზიდვისთვის ყაზახეთში მეორე მატარებელი გაამზადეს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ აზერბაიჯანის რკინიგზის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ამჟამად მატარებელი, რომლის შემადგენლობაშია ხორბლით დატვირთული 24 კონტეინერი, ყაზახეთის პორტ კურიკში იმყოფება, იუწყებიან სარკინიგზო კომპანიაში.

პირველმა მატარებელმა 30 კონტეინერით, რომელიც ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო პორტ ალატიდან ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტით მაგისტრალის საზეიმო გახსნის ფარგლებში გამოემგზავრა, თურქეთის პორტ მერსინში 600 ტონა ყაზახური ხორბალი ჩაიტანა.

მატარებელმა პორტ ალატიდან თურქეთის ქალაქ ყარსამდე 846 კილომეტრი 40 საათში გადალახა, ხოლო ყარსიდან პორტ მერსინამდე 1258 კილომეტრის სიგრძის მანძილი — 30 საათში.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში თურქეთის ტერიტორიაზე გაყვანილია სარკინიგზო ხაზი საქართველოში ახალქალაქიდან თურქეთში ყარსის რკინიგზის სადგურამდე. ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტის სიგრძე 846 კილომეტრს შეადგენს.

ბაქო-თბილისი-ყარსის წლიური სავარაუდო გამტარუნარიანობაა — მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთი. მომავალში სატრანსპორტო დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონამდე შეიძლება გაიზარდოს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები