ეკონომიკა

ლარი გამყარდა, გეშინოდეთ გაუფასურების!

14.12.17 17:45


ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემდეგ, მისი სწარაფი ტემპით გამყარების მიზეზებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომა გოცირიძე საუბრობს:

„ლარის სწრაფ გამყარებასთან დაკავშირები ხალხში დაბნეულობაა.

ჯერ ერთი, წლის ბოლო თვეს ლარი ყოველთვის მყარდებოდა ან სტაბილური იყო, რაც ძირითადად გამოწვეულია გადასახადების გადახდით და წინასაახალწლო ეფექტით - ხალხი გადანახულ დოლარებს ახურდავებს.

ლარის საახალწლოდ გაუფასურების ლეგენდა ამ ხელისუფლების მონაგონია, ბოლო ხუთწლედში დამკვიდრებული გაუფასურების ტრადიციის გამო თავი როგორმე რომ ემართლებინა.

რა ხდება ახლა:

- თხუთმეტ რიცხვამდე გადასახდელია დღგ, მერე - ბევრი სხვა რამ. როგორც მსხვილ, ასევე, წვრილ და საშუალო ბიზნესს თანხა გადაყვანილი ჰქონდა დოლარში, ლარის შემდგომი გაუფასურების შიშით. ახლა ერთდროულად უწევს ყველას გადასახადის გადახდა და ვალუტის გაყიდვა.

- მთავრობამ ბოლო პერიოდში დაიბრუნა ფული კომერციული ბანკებიდან 100 მილიონი ლარის ოდნობით. ამან გარკვეული გავლენა მოახდინა. ჯერ კიდევ აქვს გასესხებული ხაზინას კომერციულ ბსნკებზე 555 მილიონი ლარი.

-დეკემბრის ბიუჯეტის ხარჯები გაწეულია მინიმალურად და დარჩენილ ორ კვირში დასახარჯია 1,3 მილიარდი ლარი, მათ შორის, საკმაო ნაწილი დეფიციტის დაფინანსების წყაროებიდან. ეს უკანასკნელი იქნება ლარის გაუფასურების ძირითადი ფაქტორი მოკლევადიან პერიოდში (ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებთან ერთად)“, - აცხადებს გოცირიძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები