ეკონომიკა
19.12.17 15:15
„დღეს აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა.
ბანკს აქვს დივერსიფიცირებული და დინამიური პორტფელი საქართველოში, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა: წყალმომარაგება, გზების მშენებლობა, ენერგეტიკა”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ADB აქტიურად უჭერს მხარს პრემიერის მიერ ინიცირებულ 4-პუნქტიანი განვითარების გეგმას და მის შემადგენელ კომპონენტებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანის მთავრობის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკრედიტო დახმარების გარდა, ის თანადგომა, რასაც ვიღებთ ტექნიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. აღსანიშნავია ბანკის ჩართულობა ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების პროცესში როგორიცაა: კაპიტალის ბაზრის განვითარება, კერძო და საჯარო თანამშრომლობის პრინციპების ჩამოყალიბება. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ADB ახორციელებს CAREC-ის ინიციატივის ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს საქართველოს, იქცეს ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად მთელი რეგიონისთვის”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა ისეთ პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა: ბათუმის შემოვლითი გზა, ასევე ორი მნიშვნელოვანი დერეფანი – აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი (ნატახტარი- ჟინვალის მიმართულება).
„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აზიის განვითარების ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა აქტივობა კერძო სექტორშიც, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. მომავალ წელს, ვგეგმავთ ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, რაც დიდი პატივია ჩვენთვის. იმედი მაქვს, მომავალი ათი წელი, კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივ ოფისს თანამშრომლობისთვის.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივი ძალებით, წინ დიდი მიღწევები გველოდება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24