ეკონომიკა

ელექტროენერგიის ტარიფი ჯერ არ გაზრდილა

19.12.17 17:30


ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის საკითხის განხილვა გადადო, განაცხადა კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

ტარიფი თბოსადგურებისთვის ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია, რომელსაც ეროვნული კომისია დეკემბრის ბოლომდე განსაზღვრავს.

განაცხადები ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდაზე ყველა ელექტროგამანაწილებელმა კომპანიამ შეიტანა. ისინი ამ მოთხოვნას ლარის აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებით ასაბუთებენ.

სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას მოითხოვს ასევე წყალმომარაგების კომპანიაც.

თბილისში მოსახლეობა ელექტროენერგიის მოხმარებული მოცულობიდან გამომდინარე, 1 კვტ/სთ-ში იხდის 0,11 ლარიდან 0,18 ლარამდე, რეგიონებში კი 0,12 ლარიდან 0,21 ლარამდე.

ლარის მიმდინარე კურსი აშშ დოლართან მიმართებით — 2,54 GEL/$1.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები