ეკონომიკა

„2017-2021 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 15 მიალიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება“

20.12.17 15:45


„ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მაღალ ნიშნულზე აყვანისთვის, ჩვენ ვგეგმავთ, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი”,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„2017- 2020 წლებში დაგეგმილი გვაქვს 19 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ეს არის მხოლოდ საბიუჯეტო ინვესტიციები ამ მიმართულებით. ამ თანხიდან 8 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი და გავხდეთ „აბრეშუმის გზის”მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს კი თავისთავად დამატებითი და გაზრდილი შემოსავლებია ქვეყნის ეკონომიკაში” – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე ინფრომაციით, რეფორმების წარმოდგენილი გეგმით, 4 წლის განმავლობაში აშენდება მინიმუმ 800 კმ ახალი გზა, ხოლო მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებით შეიქმნება დამატებით, 50 ათასი სამუშაო ადგილი. ჯამში, 2017-2021 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 15 მიალიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება, რომლის ფარგლებშიც, განხორციელდება ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო ხერხემლის – აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, ასევე განხორციელდება ჩრდილოეთ-სამხრეთ კორიდორის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ტურისტული, ენერგო და სხვა სახელმწიფო თუ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაცია.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები