საზოგადოება

აზერბაიჯანმა ცხინვალის ტურნირზე მოკრივეები არ გაგზავნა

27.06.16 19:25


აზერბაიჯანის კრივის ფედერაციამ საკუთარი სპორტსმენები ცხინვალის რეგიონში, კრივის ტურნირზე არ გაგზავნა. — ამის შესახებ სააგენტო Vesti.Az იუწყება.

„არც ერთი მოკრივე აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებიდან და არც ერთი სპორტსმენი რომელიმე აზერბაიჯანული კლუბიდან ცხინვალში არ წავა, რადგან ეს საქართველოს სეპარატისტული რეგიონია“, — განუცხადეს სააგენტოს აზერბაიჯანის კრივის ფედერაციაში.

25 ივნისს, ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარდა „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის თასის I საერთაშორისო ტურნირი კრივში“.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირზე მიწვეულნი იყვნენ მოკრივეები მოსკოვიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, ყირიმიდან, დნესტრისპირეთიდან, აზერბაიჯანიდან, რიაზანიდან, ვლადიკავკაზიდან, ყირგიზეთიდან და ჩეხეთიდან.


წყარო : /www.1tv.ge/ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები