ეკონომიკა

გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხელისუფლებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეწყვეტა სურს – WDR

08.02.18 21:30


გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეგიონი განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხს.

ამის შესახებ გერმანული რადიოს, wdr.de-ს (საზოგადოებრივი მაუწყებელი) ეთერში, რეგიონის ინტეგრაციის მინისტრმა იოახიმ შტამპმა განაცხადა.

wdr.de-ის ინფორმაციით, როგორც ჩანს, ბევრი დევნილი საქართველოდან არღვევს სავიზო რეჟიმს. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალს კი ამ ჯგუფისგან ბოლო პერიოდში დიდი პრობლემები ექმნება.

wdr.de პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დევნილთა ბანაკიდან გამომდინარე, რეგიონში მკვეთრად გაიზარდა დანაშაულის სტატისტიკა. დევნილთა ბანაკებში კი ცხოვრობს გაურკვეველი პერსპექტივის ბევრი დევნილი, მათ შორის, საქართველოდან.

უცნობია, რა დამოკიდებულება ექნება ქვეყნის მთავრობას ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალის ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით.

ევროკომისია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში უვიზო რეჟიმის კონტექსტში საქართველოსაგან შემდეგი საკითხების მოგვარებას ითხოვს:

საქართველომ უნდა გააგრძელოს საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლით მოგზაურობასთან დაკავშირებული წესების შესახებ. დაასრულოს საიმიგრაციო და რისკების შეფასების სისტემებზე მუშაობა და მიგრაციის სურვილის მიზეზები დაადგინოს
დაასრულოს სადაზვერვო პოლიციის რეფორმა და დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემა შექმნა.

გააგრძელოს და გააძლიეროს სასაზღვრო სამართლადაცვითი სამსახური
მიიღოს შესწორებები კანონში, რათა ანტდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაცია ეფექტური გახდეს.

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროპაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა გაზრდილია.

გირჩევთ – ევროპის რომელ ქვეყნებს მიმართავენ ყველაზე ხშირად თავშესაფრისთვის საქართველოდან – სტატისტიკა

გირჩევთ – ემიგრანტები საქართველოდან





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები