ეკონომიკა
09.02.18 20:30
იაპონიის მთავრობა საქართველოს რეგიონებში სამ პროექტს დააფინანსებს, რომელთა მთლიანი ღირებულება 575 459 აშშ დოლარია. ხელშეკრულება 8 თებერვალს გაფორმდა.
პროექტები იაპონიის მთავრობის „გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა.
ეს პროგრამებია:
სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია ახალციხის 6 სოფელში – 89 188 აშშ დოლარი
შშმ პირთათვის რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობა მესტიის მუნიციპალიტეტში – 86 271აშშ დოლარი.
ომის ფეთქებადი ნარჩენების გაუვნებელყოფა შიდა ქართლისა და სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონებში – 400 000 აშშ დოლარი.
პირველი პროექტის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის 6 სოფელს მიეწოდება დაბალდანახარჯიანი გრავიტაციული საირიგაციო სისტემა, რომელსაც ფუნქციონირებისთვის არ სჭირდება ელექტროენერგია. პროექტი ხელს შეუწყობს ცხოვრების ხარისხის ზრდას შესაბამის დასახლებებში.
მეორე პროექტის ფარგლებში, რეგიონში აშენდება პირველი მრავალფუნქციური სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც წელიწადში საშუალოდ 150 ადამიანს მოემსახურება. მათ შორის, პროექტი ხელს შეუწყობს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას და შშმ პირთათვის სერვისების მიწოდებას.
მესამე პროექტის ფარგლებში, ჰალო ტრასტი მოახდენს რუსეთ–საქართველოს ომის ფეთქებადი ნარჩენების გაუვნებელყოფას. განაღმვითი სამუშაოების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება ტერიტორიის უსაფრთხოება.
„გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და განათლებისა და კულტურის ხელშეწყობას.
საგრანტო პროგრამა ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, სიღარიბის დაძლევისა და კულტურის სფეროებში.
1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 158 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 15 919 078 აშშ დოლარი შეადგინა.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 406
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24