ეკონომიკა

საქართველომ აბუ-დაბის საქმიანი ტურიზმის გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

12.02.18 21:00


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ საქმიანი ტურიზმის გამოფენა - IBTM Arabia-ში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოფენაზე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად წარმოდგენილი იყო კერძო სექტორიც.

"გამოფენის ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ კომპანიებთან ერთად 150-ზე მეტი შეხვედრა გამართა. საკონვენციო ბიუროს თანამშრომლებმა IBTM Arabia-ს მონაწილეებს საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი და განვითარების გეგმები გააცნეს. გამოფენის ფარგლებში საერთაშორისო კონგრესისა და კონვენციის ასოციაციის (ICCA) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საკონვენციო ბიუროს წარმომადგენელმა საქართველოს კონკურენტუნარიანობა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები განიხილა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და კერძო სექტორის მიერ განხორციელებული აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად, სპარსეთის ყურის ქვეყნები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალით განსაკუთრებით დაინტერესდნენ", - აღნიშნულია განცხადებაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები