ეკონომიკა

სასამართლოში შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე დაიკითხა

26.02.18 18:15


თბილისის საქალაქო სასამართლოში შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე დაიკითხა.

სასამართლოზე, ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების შემდეგ, დაზარალებულსა და მოწმეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ირაკლი ოქრუაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის მომხდარი ფაქტის შესახებ დეტალებს ვერ გაიხსენებს, რადგან მას მერე დიდი დრო გავიდა.

ამასთან, როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, მას ინფორმაცია მხოლოდ პრესის საშუალებით მიეწოდა.

„ჩემი მინისტრობის პერიოდში მოხდა დანაშაული, მაგრამ 2004 წლის ზაფხულში მე ხელი მოვაწერე შსს-ში 40 ათასამდე ადამიანის დანიშვნას. ეს არ ნიშნავს, რომ 40 ათასივეს საქციელზე პასუხს ვაგებდი. ბებიაჩემის ქელეხში 500 ადამიანი იჯდა, მაგრამ ის ადამიანები რას აკეთებდნენ იქ, მე თითოეულ მათგანზე პასუხს ვერ ვაგებ. მითუმეტეს, რომ თუ დანაშაული მოხდა, პროკურატურის ქვემდებარე იყო საქმე თავიდანვე და მას უნდა გაემოეძიებინა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.






წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები