ეკონომიკა

საქართველოში ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონული ჰაბის შექმნა იგეგმება

27.02.18 15:30


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გეგმავს თანამშრომლობას უდიდესი ევროპული ელექტრონული ბაზრის Nord Pool AS თანამშრომლებთან და ენერგოსექტორის განვითარების კომპანია Bluberries GmbH-თან, დაწერა თავის Facebook-გვერდზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

2017 წლის ბოლოდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაერთიანდა ენერგეტიკის სამინისტროსთან, რაც ამ სფეროს უფრო ეფექტურ განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას ისახავს მიზნად.

„ჩვენ ამ კომპანიებთან უახლოეს მომავალში თანამშრომლობის მემორანდუმს გავაფორმებთ, რომლის ფარგლებშიც ერთი წლის განმავლობაში ისინი მოგვაწვდიან კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომ საქართველოში შეიქმნას ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზარი და ქვეყანა გახდეს ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონალური ჰაბი", — ნათქვამია განცხადებაში.

ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

მთავრობა აქტიურად მუშაობს უცხოურ კომპანიებთან. ბოლო მიღწევაა შეთანხმება თურქულ კომპანია Calik Enerji-სთან ქვეყანაში მეორე ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები