ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: ჩვენი მიზანია ვიხილოთ უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა რეგიონებში

05.03.18 20:15


"ჩვენი მიზანია გავზაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაშიი და მეორე - ვიხილოთ უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა, უფრო მეტი მცირე და საშალო მეწარმე ჩვენს რეგიონებში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიდგომაა, არც ერთი საგადასახადო ინიციატივა არ იყოს მიღებული მოქალაქეებთან, მეწარმეებთან კონსულტაციების გარეშე.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი სწორედ ეს არის რომ ის მასშტაბური რეფორმა რომელსაც გეგმავს საქართველოს მთავრობა იყოს წინასწარ გავლილი ჩვენს მეწარმეებთან და მათგან მივიღოთ დამატებითი რეკომენდაციები და წინადადებები, როგორ შეიძლება ეს ინიციატივა კიდევ უფრო დაიხვეწოს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ მივაღწიოეთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს.

„საინფორმაციო კამპანიის ფარგლებშიჩვენ ჩავალთ რეგიონებში და მოვუსმენთ მეწარმეებს.

აჭარას ამ კუთხით აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, როგორც დიდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე რეგიონს. ეს არისძალიან მასშტაბური რეფორმა, რომლის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება. რეფორმა ეხება 120 ათას მეწარმეს და მათ უკან მდგომ ოჯახებს. ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული რეფორმის დანერგვის შემდეგ ჩვენ ვიხილავთ ამ სექტორის მნიშვნელოვნად გაზრდილ წილს ჩვენს ეკონომიკაში“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები