ეკონომიკა

ფაროსანასთან საბრძოლველად აშშ-მ საქართველოს $3.5 მილიონი გამოუყო

19.03.18 22:00


აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად აშშ-ის მთავრობამ საქართველოსათვის $3.5 მილიონი გამოუყო. აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ამ დახმარების პირველი ნაწილი ამერიკული წარმოების ფაროსანას მოსაზიდი 10,000 ხაფანგი უკვე საქართველოშია.

USAID/Georgia-ს თანახმად, ხაფანგები დამზადებულია ამერიკული კომპანია Trécé-ს მიერ ამერიკის სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, რაც მონიტორინგის საუკეთესო საშუალებაა.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რა თანხა იზარალეს ფერმერებმა 2017 წელს, ჯერჯერობით უცნობია.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები