ეკონომიკა
20.03.18 16:15
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შპს „ქართული მინერალური მასალების“ ქვიშისა და კირქვის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.
საწარმო პირველ ეტაპზე 60, ხოლო უახლოეს პერიოდში 400-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.
კომპანიამ „ქართული მინერალური მასალები“ საწარმოში 7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, კომპანიას სამომავლოდ დაგეგმილი აქვს ნედლეულის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების დიდი გაერთიანების შექმნა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.
„ამ საწარმოს გახსნა და მისი წარმატებით ფუნქციონირება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მდიდარია საქართველო სასარგებლო წიაღისეულით, მათ შორის ისეთი რესურსებით, როგორც არის კვარციანი ქვიშები, კირქვა და სხვა სამშენებლო მასალები.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის რესურსებზე მოთხოვნა უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილია. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ წიაღის მართვის რეფორმა, რომლის ფარგლებში ვგეგმავთ განვავითაროთ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ნედლეულის მოპოვება/გადამუშავებას საქართველოს ტერიტორიაზე და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნედლეულის მოპოვება მოხდება ზემო იმერეთსა და რაჭაში, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის ეკონომიკურ აქტივობას.
გადამუშავებული ნედლეულით „ქართული მინერალური მასალები“ მოამარაგებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა „კაპაროლი“, „კნაუფი“, „ჰენკელი“ და ა.შ. შესაბამისად, ასეთი კომპანიები უკვე საქართველოში ნაწარმოები ხარისხიანი მასალის გამოყენებით შექმნიან საბოლოო პროდუქტებს წებო-ცემენტების, ბათქაშებისა და სხვა მშრალი სამშენებლო ნარევების სახით.
კომპანია პირველივე ეტაპზე შეძლებს წლიურად 50 000 ტონა ნედლეულის წარმოებას და ეს ციფრი შემდგომში გასამმაგდება.
„ეს ნიშნავს, რომ წებო-ცემენტის მწარმოებლებს მიეცემათ შანსი გამოიყენონ ქართული, ხარისხიანი ნედლეული, რაც შექმნის საფუძველს, რომ საქართველოსთვის საჭირო წებო-ცემენტის იმპორტი ჩანაცვლდეს ადგილობრივად ნაწარმოები, მაღალხარისხიანი პროდუქციით“, - განაცხადა საწარმოს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოხდეს წიაღისეული რესურსებით კერძო სექტორის დაინტერესება, ამისთვის კი აუცილებელია, რომ გეოლოგიური ინფორმაცია, რომელიც აქვს სახელმწიფოს სხვადასხვა ტიპის საბადოებთან დაკავშირებით, იყოს ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისათვის, რათა გაიზარდოს ლიცენზიის გაცემაზე მომართვიანობა და შესაბამისად, სახელმწიფომ შეძლოს ერთის მხრივ განკარგოს მის საკუთრებაში არსებული რესურსი, გახადოს საინტერესო და მიმზიდველი კერძო სექტორისათვის და მეორეს მხრივ, უზრუნველყოს წიაღის რაციონალური სარგებლობა.
შეგახსენებთ, რომ 2018 თებერვლის თვიდან გაუქმდა ფასიანი მომსახურება გეოლოგიურ ინფორმაციის მიღებაზე. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია საქართველოში არსებულ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ.
„ვფიქრობთ, ჩვენ მიერ დაწყებული პროცესები გაზრდის ახალი საბადოების გახსნისა და დამუშავების შესაძლებლობას, წიაღისეული რესურსების პოტენციური მოსარგებლეთა დაინტერესებას, შეიქმნება კონკურენტული გარემო და გაიზრდება სამთო-მოპოვებითი მრეწველობის წილი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებელში. ამ მიზნის მიღწევა კერძო სექტორის თანადგომის გარეშე შეუძლებელია“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა საწარმოს მესვეურებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რაც მათ საქმიანობამ უნდა დააგენერიროს დამატებითი ღირებულებების სახით.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24