ეკონომიკა

მშპ 11,8%-ით გაიზარდა

21.03.18 17:00


საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში 38 042,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11,8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 5,0%-ით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6,5 პროცენტით განისაზღვრა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა
ვაჭრობა (17,6 პროცენტი) და მრეწველობა (16,4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებსტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,2 პროცენტი), მშენებლობა (9,3 პროცენტი), სახელმწიფომმართველობა (8,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,2 პროცენტი), ოპერაციებიუძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9 პროცენტი),ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,0 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება
ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად,აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიურიმონაცემების გათვალისწინებით.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები