ეკონომიკა

საქართველოს მიმართულებით ფრენები ირანულმა ავიკომპანიამ დაიწყო

02.04.18 21:45


მიმდინარე წლის 27 მარტიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელება ავიაკომპანია ,,Iran Air”-მა დაიწყო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით, ავიარეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (27.10.18), კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდრგადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 27 მარტს მიენიჭა.

საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ და ჩარტერულ საავიაციო მიმოსვლას ავიაკომპანიები “Georgian Airways”, “Myway Airlines”, “ATA Airlines”, “Taban Airlines”, “Qeshm Airlines”, “Zagros Airlines”, “Kish Air” და “Iran Aseman Airlines” ახორციელებენ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები