ეკონომიკა

მარტში ტურისტების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა

03.04.18 17:35


მარტში საქართველოს 578,514 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 67,472-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით(ზრდა +13.2%)-ია.

მარტის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 292,017 შეადგინა, რაც 72,403-ით მეტია 2017 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +33%).

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

2018 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან 133,448, სომხეთიდან 109,371 თურქეთიდან 100,721 რუსეთიდან 91,529 და ირანიდან 58,828 განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მარტის თვეში გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +74%, გერმანია+47%, ლატვია +45%, ლიტვა +35% და საფრანგეთი +25%.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ისრაელი +78%, ჩინეთი +62%, ირანი +46%, ინდოეთი +43% და აშშ +35%.

2018 წლის იანვარი-მარტის თვის მონაცემებით საქართველოს 1,463,561 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 196,584-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +15.5%)-ია.

2018 წლის 3 თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 659,338 შეადგინა, რაც 144,933-ით მეტია 2017 წლის იანვარი-მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +28.2%).

ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი 2017 წლის IV კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 577მილიონ დოლარს (ზრდა +19.9%), რაც 96 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.75 მილიარდ (2,751,279,624)დოლარს (ზრდა +27%), რაც585 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.4%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.5%-ია.

2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები