ეკონომიკა

სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში ინიცირებულია

03.04.18 20:30


სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში ინიცირებულია. ომბუდსმენის ანგარიში, რომელიც 2017 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას ასახავს, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. სახალხო დამცველის ანგარიში განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა, რის შემდეგაც საკითხი განსახილველად სესიაზე გავა.

საქართველოს სახალხო დამცველის 347-გვერდიან ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, მითითებულია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები