ეკონომიკა

მარტში ტურისტების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა

03.04.18 21:30


მარტში საქართველოს 578 514 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 67 472-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით(ზრდა +13.2%)-ია.

მარტის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 292 017 შეადგინა, რაც 72 403-ით მეტია 2017 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +33%).

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

2018 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან - 133 448, სომხეთიდან - 109 371, თურქეთიდან - 100 721, რუსეთიდან - 91 529 და ირანიდან - 58 828 განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, მარტის თვეში გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +74%, გერმანია+47%, ლატვია +45%, ლიტვა +35% და საფრანგეთი +25%.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +78%, ჩინეთი +62%, ირანი +46%, ინდოეთი +43% და აშშ +35%.

2018 წლის იანვარი-მარტის თვის მონაცემებით საქართველოს 1 463 561 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 196 584-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +15.5%)-ია.

2018 წლის 3 თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 659 338 შეადგინა, რაც 144 933-ით მეტია 2017 წლის იანვარი-მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +28.2%)

ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი 2017 წლის IV კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 577 მილიონ დოლარს (ზრდა +19.9%), რაც 96 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.75 მილიარდ (2 751 279 624)დოლარს (ზრდა +27%), რაც 585 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.4%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.5%-ია.

2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები