ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: ახალი ინიციატივების შედეგად, წავახალისებთ მეწარმეობას, შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს

04.04.18 20:35


ჩვენი ახალი ინიციატივების შედეგად, წავახალისებთ ქვეყანაში მეწარმეობას, შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს, გავამარტივებთ საგადასახადო ადმინისტრირებას - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა ბახტაძემ ახალ საგადასახადო ინიციატივებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ინიციატივების შედეგად, ჩაიყრება მნიშვნელოვანი საფუძველი, რათა კიდევ უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნას მოზიდულ ეროვნულ ეკონომიკაში.


„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული პროექტები არის ნოვატორული ხასიათის და შესაბამისად, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ასეთი მაღალი დონის საგადასახადო სიმარტივეს შეთავაზებს გადასახადის გადამხდელებს. თითოეული ჩვენი ინიციატივის უკან, დგას ერთი მთავარი მიზანი: საქართველოში დავამარცხოთ სიღარიბე და მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები