ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: დამერწმუნეთ, მე ვიქნები ძალიან პრინციპული

18.04.18 20:15


ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook-live-ის დროს საზოგადოების კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, ის სამართლიანი თამაშის წესების გზას არ გადაუხვევს.

„მე ერთმნიშვნელოვნად განვაცხადე, რომ რაც შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებასა და ხელშეწყობას, რაც შეეხება ახალი სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას, რომელიც დაფუძნდება საბაზო პრინციპებზე, რაც შეეხება მოსახელობაში ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრას დ იმის პრევენციას, რომ მომავალში ასეთი პრობლემა აღარ გაჩნდეს, ამაში დამერწმუნეთ, მე ვიქნები ძალიან პრინციპული, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, არსებობს ძალიან კონკრეტული, მწვავე ხასიათის კითხვები.

„ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კონსულტაციები, რომ ამ საკითხებს გაეცეს პასუხი და მოკლე ვადაში გადავდგათ პრინციპული ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი განწყობა არის შედეგზე ორიენტირება. ჩვენთვის მთავარია დავაყენოთ შედეგი: ესაა სამართლიანი წესების დამკვიდრება, ჭარბვალიანობის თემა, რომელიც ძალიან სერიოზული პრობლემაა ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ გვინდა კონკრეტული დოკუმენტი, რეგულაცია, ნაბიჯთა ერთობლიობა, რომელიც საშუალებას მოგცემს შევამციროთ ჭარბვალიანობა, მოვახდინოთ პრევენცია იმისა, რომ მომავალში ასეთი პრობლემა კიდევ არ დადგეს და მესამე - ესაა სასტარტო კაპიტალის რეფორმა და მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები