ეკონომიკა
18.04.18 22:00
პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნული გადამზიდავის, ავიაკომპანია Flaynas-ის გენერალურ დირექტორს, ბანდერ აბდულრაჰმან ალ მოჰანას შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული ავიაკომპანია საქართველოში ოპერირებას მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყებს და რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთის სამი უმსხვილესი ქალაქიდან - ერ-რიადიდან, დამამიდან და ჯედადან თბილისის მიმართულებით კვირაში სამ-სამი სიხშირით შეასრულებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოთი, როგორც ტურისტული მიმართულებით, ყურის ქვეყნების დაინტერესება. მათ შორისაა, საუდის არაბეთი, საიდანაც 2017 წელს, წინა წელთან შედარებით შედარებით, მგზავრთნაკადი 61 პროცენტით არის გაზრდილი.
შეხვედრაზე საუდის არაბეთის ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე ფრენები საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან განხორციელდება.
მისი თქმით, დიდია აღნიშნული ქვეყნიდან ტურისტების დაინტერესება საქართველოთი როგორც უნიკალური ტურისტული მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამომავლოდ იგეგმება მარკეტინგული კამპანიის გაააქტიურება საუდის არაბეთში, რომელიც ასევე გაზრდის ტურისტების რიცხვს აღნიშნული ქვეყნიდან.
ავიაკომპანია Flynas-თან შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდნენ.
საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნულმა გადამზიდავმა ოპერირება 2007 წლის თებერვალში Nas Air-ის სახელწოდებით დაიწყო. 2013 წლის ნოემბერში ის ბაზარზე უკვე Flynas-ის სახელით ოპერირებს და ამ დროისთვის 31 საჰაერო ხომალდს ფლობს.
ავიაკომპანია ფრენებს 35 მიმართულებით ასრულებს. თბილისში, ავიაკომპანია Flynas-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია Voyager იქნება.
2017 წელს საქართველოში საუდის არაბეთის მოქალაქე 56,252 მოქალაქე შემოვიდა და წინა წელთან შედარებით 176%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2018 წლის 3 თვის მონაცემებით საქართველოშ საუდის არაბეთის 3,406 მოქალაქე შემოვიდა და შარშანდელი წლის 3 თვესთან შედარები82% ზრდა დაფიქსირდა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 46
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24