საზოგადოება

„იაპონიის თოჯინების" გამოფენა „სიყვარულის ქალაქში" გაიმართება

20.04.18 17:00


საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „იაპონიის თოჯინები“, რომელიც სიღნაღის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 21 აპრილი–31 მაისის პერიოდში გაიმართება, ნათქვამია მუზეუმის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაპონური ტრადიციული თოჯინები, ასევე თანამედროვე ოსტატების მიერ დამზადებული თოჯინები იაპონიის სხვადასხვა რეგიონებიდან.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თოჯინებს, რომლებიც უკავშირდებიან იაპონურ ტრადიციულ თეატრალურ ხელოვნებას, როგორიცაა ნო, ბუნრაკუ და კაბუკი.

ექსპოზიციას 20 აპრილს გახსნის საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თადახარუ უეხარა. დამთვალიერებლებისთვის გამოფენა ხელმისაწვდომი იქნება 21 აპრილიდან. ღონისძიების გახსნის ცერემონიას დაესწრება საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები