საზოგადოება

თბილისის ქუჩებში მალე ელექტროავტობუსი გამოჩნდება

20.04.18 17:30


უახლოეს დღეებში თბილისის ქუჩებში პირველად გამოჩნდება ელექტროავტობუსი, იუწყება „ავტორადიო“ კომპანია Fregobus–ის ხელმღვანელის, მურმან პატარაიას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თბილისელები სამი კვირის განმავლობაში ივლიან ეკოლოგიურად სუფთა, უხმაურო ელექტროავტობუსით №61, რომელიც ბაგებიდან ორბელიანის მოედნამდე მოძრაობს.

„ეს არის სადემონსტრაციო 12–მეტრიანი ავტობუსი, 35 ადგილი პლუს მძღოლი, 100% ელექტრო, მსგავსი ტიპის თანამედროვე ავტობუსი პირველად ჩამოვა საქართველოში“, – განაცხადა მურმან პატარაიამ.

ელეტროავტობუსი თბილისში ჩამოჰყავთ პროგრამის ფარგლებში, რომლის თანახმად საქართველოში ელექტროავტობუსების ამწყობი ქარხნის მშენებლობა უნდა დაიწყოს.
„საქართველო ელექტრომობილებს გამოუშვებს.

„გადავწყვიტეთ, სანამ ამწყობი ქარხანა აშენდება, სადემონსტრაციოდ ჩამოვიყვანოთ ეს ავტობუსი, რადგან ყველამ ნახოს, რამდენად კარგი, სასარგებლო და ეკონომიურია ის“, – განაცხადა პატარაიამ.

პროექტს კომპანია Fregobus–ი ჩინურ კომპანია ZTE–სთან და გერმანულ კომპანია Eurobus–თან ერთად ახორციელებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები