საზოგადოება

„აგარის შაქარი“ თბილისშია – დღეს კომპანიის თანამშრომლები საპროტესტო აქციას გამართავენ

20.04.18 18:30


კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას „სოლიდარობა აგარას“ გამართავენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„აგარის შაქრის“ თანამშრომლები აგარაში ქარხნის დახურვას აპროტესტებენ, რამაც დაბის მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა. საწარმოში დაახლოებით 500 ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული. პროტესტანტები პრემიერ–მინისტრთან შეახვედრას მოითხოვენ.

„აგარის შაქრის“ თანამშრომლები თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ, წუხელ ისინი დედაქალაქის შემოსასვლელში, ჰიპერმარკეტ „კარფურთან“ გაჩერდნენ, ხოლო დღეს 15:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავენ.

ისინი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ. მათი ძირითადი მოთხოვნაა ქარხნის ფუნქციონირების განახლება და დასაქმება.

ბოლო 2 წელია, რაც ქარხანა პერიოდულად მუშაობას აჩერებს. ბოლოს „აგარის შაქარმა“ ფუნქციონირება გასული წლის ნოემბერში შეწყვიტა. უფრო ადრე ქარხნის მფლობელებმა განაცხადეს, რომ მათი მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს უცხოურ დაბალი ხარისხის პროდუქციას.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები