საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი

20.04.18 18:45


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 – 21 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ელჭექით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

22 – 23 აპრილს შედარებით გამოიდარებს, მცირე ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 20 – 21 აპრილს +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 22 – 23 აპრილს 2 – 3 გრადუსით მოიმატებს. აღმოსავლეთ სააქართველოს ბარში კი ტემპერატურა +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო – დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსია მოსალოდნელი.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები