საზოგადოება

ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება

20.04.18 19:00


შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში მომხდარი დანაშაულის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ოჯახში ძალადობის სულ 2192 შემთხვევა მოხდა, რომელთაგან 73%- გახსნილია.

ოჯახში მომხდარი დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება.

კერძოდ, 2017 წლის ოჯახში დანაშაულის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

სამეგრელო ზემო სვანეთი

მკვლელობის 1, ჯანმრთელობის დაზიანების 3, სხვა სახის ძალადობის 90 ფაქტი.

იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი

მკვლელობის 9, ჯანმრთელობის დაზიანების 4, სხვა სახის ძალადობის 428 ფაქტი.

გურია

მკვლელობის და ჯანმრთელობის დაზიანების 0, სხვა სახის ძალადობის 67 ფაქტი.

აჭარა

მკვლელობის 0, ჯანმრთელობის დაზიანების 1, სხვა სახის ძალადობის 206 ფაქტი.

სამცხე-ჯავახეთი

მკვლელობის 2, ჯანმრთელობის დაზინების 2, სხვა სახის ძალადობის 126 ფაქტი.

შიდა ქართლი

მკვლელობის 0, ჯანმრთელობის დაზინების 5, სხვა სახის ძალადობის 161 ფაქტი.

მცხეთა-მთიანეთი

მკვლელობის 2, ჯანმრთელობის დაზიანების 0, სხვა სახის ძალადობის 36 ფაქტი.

ქვემო ქართლი

მკვლელობის 2, ჯანმრთელობის დაზინების 5, სხვა სახის ძალადობის 225 ფაქტი.

თბილისი

მკვლელობის 8, ჯანმრთელობის დაზიანების 11, სხვა სახის ძალადობის 597 ფაქტი.

კახეთი

მკვლელობის 1, ჯანმრთელობის დაზინების 7, სხვა სახის ძალადობის 193 ფაქტი.

2018 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, რომელიც სასამართლომ დაამტკიცა, 4370-ს შეადგენს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები