საზოგადოება

ღამის ნახევარმარათონი ბათუმში: ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა გადაიკეტება

20.04.18 19:15


ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე, მასშტაბური ღამის ნახევარმარათონის The Great Batumi Night Race ჩატარებასთან დაკავშირებით, 21 აპრილს 19:00 საათიდან აიკრძალება, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოძრაობას გადაკეტავს შემდეგ ქუჩებზე:

• შერიფ ხიმშიაშვილის გამზირი;

• შოთა რუსთაველის გამზირი;

• გოგებაშვილის ქუჩა (საპორტო რკინიგზის ლიანდაგამდე);

• პორტის შესახვევი;

• ზვიად გამსახურდიას ქუჩა (პორტის შესახვევიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე);

• მერაბ კოსტავას ქუჩა (ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ბოლომდე);

• კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა (მერაბ კოსტავას ქუჩიდან რევაზ კომახიძის ქუჩის კვეთამდე);

• რევაზ კომახიძის ქუჩა (კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე);

• ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (რევაზ კომახიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთამდე);

• ზურაბ გორგილაძის ქუჩა (ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩის კვეთამდე);

• ვაჟა ფშაველას ქუჩა (ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან მემედ აბაშიძის გამზირის კვეთამდე);

• მემედ აბაშიძის გამზირი (ვაჟა ფშაველას ქუჩიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე);

• კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა (მემედ აბაშიძის გამზირიდან რუსთაველის გამზირამდე);

• გმირთა ხეივანი (იუსტიციის სახლიდან ტბელ აბუსერიძის გზატკეცილამდე);

• ტბელ აბუსერიძის ქუჩა (შეიხის წრიულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე);

• აეროპორტის გზატკეცილი (ტბელ აბუსერიძის წრიულიდან აეროპორტის წრიულამდე);

• ახალი გზა (აეროპორტის წრიულიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე).


ბათუმში 21 აპრილს პირველად გაიმართება მასშტაბური ღამის ნახევარმარათონი The Great Batumi Night Race.

დაგეგმილია მარათონის რამდენიმე სახეობა: ნახევარმარათონი — 21,1 კმ და მხიარული გარბენი (დაახლოებით 10 კმ). გარბენის დროა 18:00-23:00. ნახევარმარათონის გამარჯვებული სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდება.

კიდევ ორი მარათონი ბავშვებისთვის გაიმართება: — 6-9 წლის (500 მეტრი), 10-13 წლის (1 კმ) ასაკისთვის. ბავშვებისთვის მარათონში მონაწილეობა უფასოა, ხოლო უფროსები 20 ლარიდან ზევით თანხას გადაიხდიან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები