საზოგადოება

ლაგოდეხის საზღვარზე 26 წლის მესაზღვრე დაიღუპა - ახალგაზრდა მამაკაცს იარაღი გაუვარდა

21.04.18 14:30


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდიდან რამდენიმე კილომეტრში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, 26 წლის მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, მესაზღვრეს სამსახურებრივი იარაღი იმ დროს გაუვარდა, როცა ოფიციალურად გადაბარებას ახორციელებდა. იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე მოკვლევა კახეთის პროკურატურამ დაიწყო.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები