ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართული კომპანიების ინვესტორებს შეხვდა

25.04.18 15:00


საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებთან ერთად, ბიზნესლანჩი გამართა იმ ინსტიტუციურ ინვესტორებთან, რომლებსაც განხორციელებული აქვთ ინვესტიციები ქართულ კომპანიებში. შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა განხორციელებული და ახლო მომავალში დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგნელებსაც შეხვდა, სადაც საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პოზიტიურად შეაფასეს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების დინამიკა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები