ეკონომიკა

დღეიდან საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენების უმეტესობა გაძვირდა

26.04.18 20:45


დღეიდან საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენების უმეტესობა გაძვირდა.

გაერთიანებული აეროპორტების ინფორმაციით, უცვლელი დარჩა მხოლოდ ფრენა ამბროლაურის მიმართულებით, რომელიც 50 ლარი ღირდა და ასევე იქნება.

რაც შეეხება დანარჩენ რეისებს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენები 25 ლარით გაძვირდა და ამიერიდან 65-ის ნაცვლად 90 ლარი(ერთი გზა) ეღირება; ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით ფრენა 10 ლარით გაძვირდა და 40-ის ნაცვლად 50 ლარი (ერთი გზა) იქნება, ხოლო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები 35 ლარით გაძვირდა და 90 ლარის ნაცვლად 125 ლარი (ერთი გზა) იქნება.




წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები