ეკონომიკა

საქართველოს საავიაციო ბაზარზე Kuwait Airways შემოდის

27.04.18 18:30


საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ქუვეითის სახელმწიფოს კიდევ ერთი ავიაკომპანია „Kuwait Airways“ იწყებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის მიხედვით, ელ-ქუვეითი - თბილისი - ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისებს ავიაკომპანია მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 10 სექტემბრამდე განახორციელებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია “Kuwait Airways“-ს სამოქალქო ავიაციის სააგენტოს მიერ 26 აპრილს მიენიჭა.

საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways” ასრულებდა. 2017 წლიდან, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულება “Kuwait Wataniya Airways“-მა დაიწყო, მიმდინარე წლის ივნისიდან კი ფრენებს „Jazeera Airways” განახორციელებს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები