ეკონომიკა

საქართველოში ტურიზმის ზრდა 27 პროცენტია

03.05.18 20:00


საქართველოში კვლავ იზრდება ტურისტული ნაკადი — 2018 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში იმყოფებოდა 937,3 ათასი ტურისტი, რაც 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განაცხადეს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

საქართველოში ტურისტად მიიჩნევენ მას, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დაჰყო.

საქართველოს სულ იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში 2 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია. ეს 16%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე.

უცხოური ტურიზმიდან შემოსავლებმა 2017 წელს 2,7 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა (+27%). ეს მთლიანი შიდა პროდუქტის 6,9% წილია.

საქართველოში ტურიზმის სფერო ბოლო წლებში აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებზე აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში ჩნდება ახალი სასტუმროები, მოწმდება ხარისხი კვების ობიექტებში, მიმდინარეობს მომსახურე პერსონალისა და გიდების გადამზადება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები