ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი და უილბურ როსი აშშ-ის დამატებითი სავაჭრო მისიების გამართვაზე შეთანხმდნენ

23.05.18 15:30


პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და აშშ-ის კომერციის მდივანი უილბურ როსი საქართველოში აშშ-ის დამატებითი სავაჭრო მისიების (Trade Missions) გამართვაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აქამდე ჩატარებულმა მისიებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამერიკული ბიზნესის ინტერესი საქართველოს მიმართ, შედეგად, ყოველწლიურად იზრდებასავაჭრო მისიებში ამერიკის კერძო სექტორის მონაწილეობა.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები