ეკონომიკა

"ოცნების" მმართველობის პერიოდში სახელმწიფო ვალი თითქმის გაორმაგდა

23.05.18 21:45


2018 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, 2018 წელს მთავრობა 1.6 მილიარდი ლარის მოცულობის საგარეო და 400 მილიონი ლარის მოცულობის შიდა ვალის აღებას გეგმავს.

საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების (აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ახალი გვირაბებისა და გზების) აშენებას მოხმარდება.

ამის შედეგად სახელმწიფოს ვალი 18.1 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც 94%-ით მეტია იმაზე, რაც საქართველოს 2013 წელს ჰქონდა.

დღეისთვის სახელმწიფო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება 44.6%-ს შეადგენს.

საინტერესოა, რომ ვალის ნიშნული უკვე აჭარბებს ოცნების ხელისუფლების მიერ 2014 წელს მიღებულ სტრატეგიულ დოკუმენტ "საქართველო 2020"-ში განსაზღვრულ 40%-იან ლიმიტს.

ვალის მაჩვენებლები წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2013 - 9.3 მილიარდი ლარი, მშპ-ის 34.7%;

2014 - 10.4 მილიარდი ლარი, მშპ-ის 35.6%; 2015 - 13.2 მილიარდი ლარი, მშპ-ის 41.4%;

2016 - 15.1 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.4%; 2017 - 16.9 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.6%.





წყარო : /www.resonancedaily.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები