პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

30.05.18 15:30


„ჩვენ ვართ თანმიმდევრულები, მომთმენნი, პრაგმატულები დავფიქრობთ, რომ ამ პოლიტიკის შედეგად, საბოლოოდ, ჩვენიმიზნები ეფექტურად იქნება მიღწეული”,- ამის შესახებ საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჰარვარდისუნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს საქართველოში მიმდინარეპროცესების, პრიორიტეტებისა და გამოწვევების შესახებ ესაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება ყველაფერსაკეთებს ქვეყნის გასაძლიერებლად და მრავალი მიმართულებითგასავითარებლად. მისი განცხადებით, საქართველო, რომელიცრეგიონში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა, ძალისხმევას არიშურებს საუკეთესო ევროპული სტანდარტების მოკლე ვადებშიმისაღწევად.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცოტა ხნის წინ განხორციელებულისაკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, საქართველო ყველაზე დემოკრატიულ სისტემაზე -საპარლამენტო მმართველობისმოდელზე გადადის.

„ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო რეფორმა განვახორციელეთ.გადავდივართ სრულ საპარლამენტო მმართველობაზე, რომელიც,გვწამს, რომ ყველაზე დემოკრატიული სისტემაა. ამ სისტემისფარგლებში შემოგვაქვს პროპორციული საარჩევნო სისტემა დაგვჯერა, რომ საპარლამენტო მმართველობა და პროპორციულიარჩევნები პლურალიზმს საუკეთესოდ უზრუნველყოფს, თავიდანავიცილებთ ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიას გრძელვადიანპერსპექტივაში. ჩვენ ადრე გვქონდა პრობლემები ავტოკრატიულირეჟიმთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა, ახალი კონსტიტუციით,ავტოკრატიის საფრთხე თავიდან იქნება აცილებული.” – განაცხადაირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარირეფორმა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა განახორციელა.მისივე თქმით, მმართველი გუნდი ძალისხმევას არ იშურებსსასამართლო სისტემის გაძლიერებისთვის, ასევე,დეცენტრალიზაციის ხელშეწყობისთვის.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეფორმების ერთერთიუმნიშვნელოვანესი ასპექტია პარლამენტის ინსტიტუციურიგაძლიერება.

„ქართული დემოკრატიის გასაძლიერებლად ამბიციური გეგმებიგვაქვს. რა თქმა უნდა, პარლამენტის ინსტიტუციური განვითარებაარის ამ რეფორმის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი. ჩვენგვსურს, გავაძლიეროთ პარლამენტის კანონშემოქმედებითიშესაძლებლობები, ყველაფერს ვაკეთებთ მისი საზედამხედველოშესაძლებლობების გასაძლიერებლად, რათა პარლამენტმა უკეთგააკონტროლოს აღმასრულებელი შტოს საქმიანობა. ამმიმართულებით საკმაოდ წარმატებულები ვართ.

ჩვენი საპარლამენტო გუნდი საკმაოდ ახალგაზრდა და ამბიციურია.მიუხედავად ასაკისა, პარლამენტარები საკმაოდ გამოცდილი დაკვალიფიციურნი არიან. ვფიქრობთ, რომ ამ შემადგენლობით, ამძლიერი გუნდით, ჩვენ შეგვიძლია, მნიშვნელოვნად გავზარდოთპარლამენტის ეფექტურობის დონე. გვსურს, რომ მნიშვნელოვნადგაძლიერებული ინსტიტუცია დავუტოვოთ მომდევნო პარლამენტს,რომელიც 2020 წელს აირჩევა”,- განაცხადა პარლამენტისთავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს 2012წლამდე, ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულმდგომარეობასა და ამჟამინდელ ვითარებაზე ესაუბრა. მისი თქმით,დღეს საქართველოს მოქალაქეები მათი ფუნდამენტური,კონსტიტუციური უფლებების დაცვის გაცილებით მაღალისტანდარტით სარგებლობენ.




წყარო : /www.liberali.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები