პოლიტიკა

კვირიკაშვილმა ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა

30.05.18 17:05


სომეხ კოლეგას პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნები.

პრემიერმინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.

დახვედრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრას გამართავენ. მოგვიანებით კი, მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელსაც საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან.

ორი ქვეყნის პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს მეუღლესთან, ანა ჰაკობიანთან ერთად სტუმრობს.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები