პოლიტიკა

თბილისის მერია: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდება

30.05.18 18:15


თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების საკითხს არ განიხილავს და არც გეგმავს. ზოგიერთი მედიასაშუალებისა და პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, მოსალოდნელია ავტობუსებითა და მეტროთი მგზავრობის საფასურის მატება, სრული დეზინფორმაციაა და სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. ასევე, გაუგებარია ამ მცდარი ვარაუდის დაკავშირება საზოგადოებრივი ტრანსპორტისმარშრუტების რეორგანიზაციის გეგმის შემუშავებასთან.

თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტითმომსახურებაში სოციალურ ფაქტორს ერთ–ერთუმნიშვნელოვანეს კომპონენტად განიხილავს.მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 60 მილიონ ლარს ხარჯავს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეთაშეღავათიანი და უფასო მგზავრობის დასაფინანსებლად.

თბილისის მერიისთვის სატრანსპორტო პოლიტიკისწარმართვისას პრინციპულად მნიშვნელოვანიამოსახლეობისთვის დაბალტარიფიანი და შეღავათიანიმგზავრობის შეთავაზება.

გარდა ამისა, ჩვენი პრიორიტეტია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს მეტად სწრაფი და კომფორტული, ამ მიზნით იგეგმება არსებული ავტოპარკის სრული განახლება და მეტროს შემადგენლობების დამატება. მთლიანობაში, ეს ყოველივე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის ზრდას და მის პოპულარიზაციას განაპირობებს.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები