პოლიტიკა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი შენობა გახსნა

30.05.18 20:40


პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღის და საქართველოს პროკურატურის 100 წლის იუბილესთანდაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ქვემო ქართლის საოლქო დარუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი შენობა გახსნა.

ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები, საქართველოს პროკურატურისწარმომადგენლები, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი ჰან მორაალი,ლიეტუას, უკრაინის, ბელორუსის, სომხეთის რესპუბლიკების მთავარი პროკურორები და სხვა სტუმრებიესწრებოდნენ.

ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებს პროფესიული დღე, საქართველოს პროკურატურის 100 წლის იუბილედა ახალი შენობის გახსნა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა სტუმრებს ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონულიპროკურატურის ახალ შენობაში „იუნისეფის” ფინანსური მხარდაჭერით გახსნილი სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი, ბავშვზე მორგებული გამოკითხვის ოთახი წარუდგინა დასაქართველოში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარების გზაზე აღნიშნულისივრცის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალ ადმინისტრაციულ შენობასსაძირკველი 2017 წლის თებერვალში ჩაეყარა. მანამდე საოლქო და რაიონული პროკურატურა 1949 წელსაშენებულ, ძველ, ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული.

ახალი, ოთხსართულიანი შენობა,რომელიც საქართველოს პროკურატურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 1400კვადრატულ მეტრ ფართს მოიცავს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აშენებული.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს სპეციალურად 100 წლის იუბილესათვის გამოცემული ჟურნალიგადაეცათ, რომელშიც რეფორმის შემდგომ, 2016-2017 წლებში საქართველოს პროკურატურის მიღწევები,გამოწვევები და წარმატებებია ასახული.



წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები