საზოგადოება

შსს: პოლიციამ სახალხო დამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავა

04.06.18 15:15


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ სახალხო დამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ვ.მ. და 1964 წელს დაბადებული ლ.ა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 – ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დაკავებულებმა მიმდინარე წლის 3 ივნისს, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზე, გამარჯვების პარკში მიმდინარე აქციის დროს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს”, – ნათქვმია შსს-ს განცხადებაში.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები