საზოგადოება

ბათუმში ზღვაში ბანაობის სეზონი გაიხსნა

04.06.18 15:45


საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ ბათუმში საზღვაო სეზონი გაიხსნა, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ზღვაზე მაშველების მუშაობის შესახებ ფოტოები გამოაქვეყნა.

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, სეზონის გახსნის აღსანიშნავად ანბანის კოშკთან გამოვიდნენ ქართველი და უცხოელი დი-ჯეები Chiki, ლაშა გურული, გაბუნია, bedford falls, Groove Phoenix, Vako T.

პროგრამა საღამოს განაგრძო საკარნავალო შოუმ — ლათინოამერიკულმა ცეკვებმა, რომელიც წარმოადგინა ჯგუფმა Friedrichstadt Ballett. ზეიმი შუაღამის შემდეგ დასრულდა.

აჭარას 2017 წლის საზაფხულო სეზონზე ნახევარ მილიონზე მეტი უცხოელი სტუმრობდა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდზე 25%-ით მეტია. სტუმრების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა აგვისტოში შეინიშნებოდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები