საზოგადოება

მაისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 332 ფაქტი გამოვლინდა

04.06.18 17:40


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოსთანამშრომლებმა, 2018 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა დატრანსპორტირების 332 ფაქტი გამოავლინეს, მათშორის 51 ფაქტი სისხლის სამართლისდანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა დატრანსპორტირების ყველაზე მეტი – 57 ფაქტიგამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოსსამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონულისამმართველოს მასშტაბით 15 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 47 ფაქტი, გურიაში – 4, ხოლო რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 30, სამეგრელო–ზემოსვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედოტერიტორიაზე – 49 ფაქტი, მცხეთა–მთიანეთში – 16ფაქტი, შიდა ქართლში – 45, ქვემო ქართლისმასშტაბით – 16 ფაქტი, ხოლო სამცხე–ჯავახეთისრეგიონული სამმართველოს სამოქმედოტერიტორიაზე – 50 ფაქტი, თბილისის მასშტაბით 10 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 461მ3-მდე ხე–ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტისდარღვევის 38 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია27 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხიდანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამისუწყებებშია გადაგზავნილი.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები