ეკონომიკა

არასამთავრობები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ

05.06.18 17:00


არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.

მათი თქმით, იუსტიციის მინისტრის წვლილი დღევანდელ კრიზისულ სიტუაციაში ძალიან დიდია, რადგან სწორედ ის იყო პასუხისმგებელი პირი იმ არაეფექტური რეფორმებზე, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელდა.

როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თუ თეა წულუკიანი არ გადადგება, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან. მათივე განცხადებით, მხოლოდ ახალი მინისტრის პირობებში იქნება შესაძლებელი, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ძალიან ბევრი ჯგუფის მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები