ეკონომიკა

ბათუმში ფრენები გახშირდა

08.06.18 15:15


ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 2018 წლის დასაწყისიდან 109,5 ათასზე მეტ ადამიანს მოემსახურა, რაც 51%–ით მეტია გასული წლის იანვარ–მაისის პერიოდთან შედარებით, ნათქვამია „გაერთიანებული აეროპორტები საქართველოს“ განცხადებაში.

ბათუმის აეროპორტი, რომლითაც მგზავრების საერთო რაოდენობის 6,8%–ზე მეტმა ისარგებლა, შიდა და საერთაშორისო რეისების გარდა, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში შიდა ავიამიმოსვლას ემსახურება.

საქართველოს აეროპორტებმა 2017 წელს 4 მილიონზე მეტ მგზავრს გაუწიეს მომსახურება.

მთლიანობაში, მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში, ნათქვამია განცხადებაში. 2018 წლის იანვარ–მაისში მათ რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1,6 მილიონზე მეტ ადამიანს გაუწიეს მომსახურება – 32%–ით მეტ მგზავრს 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ყველაზე მეტი მგზავრი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა გაატარა – მიმდინარე წლის ხუთ თვეში ის დაახლოებით 1,3 მილიონ ადამიანს მოემსახურა, რაც 32%–ზე მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თბილისის აეროპორტზე მგზავრების საერთო რაოდენობის 82,6% მოდის.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტმა 2018 წლის იანვარ–მაისში დაახლოებით 171,1 ათასს – 20%–ით მეტ ადამიანს მოემსახურა გასული წლი ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტი საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და კონკურენტული გარემოს შქმნაა. ქუთაისის აეროპორტზე მგზავრების საერთო რაოდენობის 10,6% მოდის.

მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, რომლებიც ადგილობრივი ავიამიმოსვლისთვის გამოიყენება, 2,15 ათასმა მგზავრმა ისარგებლა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები