ეკონომიკა
22.06.18 14:30
საქართველოდან მიწოდება 2018 წლის მაისში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 50,2%-ით გაიზარდა და 323,3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ეს კი ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელია, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკმისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
მთლიანობაში, 2018 წლის იანვარ-მაისში გატანილი იყო დაახლოებით 1,29 მილიარდი დოლარის თანხის ქართული პროდუქცია, რაც გასული წლის პირველი ხუთი თვის მაჩვენებელზე 28%-ით მეტია, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახური („საქსტატი") მასალებში.
წლის დასაწყისიდან ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 924,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 15,6%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
რა გაგვაქვს
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა.
2018 წლის იანვარ-მაისში ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა 23%-ით, ღვინის — 36,6%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების — 6,7%-ით, მსუბუქი ავტომობილების — 83%-ით, სპირტიანი სასმელების — 23,3%-ით, მინერალური წყლების — 16%-ით და ა. შ.
ამავე დროს, ამ პერიოდში სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 5%-ით შემცირდა.
რა შემოგვაქვს
წლის დასაწყისიდან საქართველოში შემოიტანეს დაახლოებით 3,611 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია — 23,4%-ით მეტი, ვიდრე 2017 წლის იანვარ-მაისში.
საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვა.
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 2018 წლის იანვარ-მაისში გაიზარდა 38,8%-ით, მსუბუქი ავტომობილების — 13%-ით, გამომთვლელი მანქანების — 124%-ით, სატელეფონო აპარატების — 9,6%-ით, ნავთობის გაზისა და აირადი ნახშირწყალბადების — თითქმის 1%-ით, ხორბლის — 23,5%-ით და ა. შ.
ამავდროულად, საანგარიშო პერიოდში შემცირდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 4%-ით, ხოლო სამკურნალო საშუალებების — 9%-ით.
ვაჭრობა და პარტნიორები
აქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის პირველ ხუთ თვეში, 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 24,5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 4,896 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მაისში 1,326 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთელი სავაჭრო ბრუნვის 47,5%-ია.
საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორებად 2018 წლის დასაწყისიდან რჩებიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი — წლის დასაწყისიდან ამ ქვეყნებთან ბრუნვამ დაახლოებით 1,694 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 34,6%-ია.
საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 2018 წლის იანვარ-მაისში 714,8 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,6%-ია; სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის აღნიშნულ პერიოდში, გასული წლის იანვარ-მაისთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა.
საგარეო ბრუნვამ რუსეთთან ამავე პერიოდში შეადგინა დაახლოებით 548,2 მლნ დოლარი, მთლიანი საგარეო ბრუნვის 11,2%; ზრდა — 24,5%. აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 430,5 მლნ დოლარზე მეტი, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8,8%-ის, ზრდა — 50,7%.
საქართველო ასევე ვაჭრობს ჩინეთთან (დაახლოებით 398,9 მლნ დოლარი), სომხეთთან (215,2 მლნ დოლარი), უკრაინასთან (257,3), აშშ-თან (199,8), გერმანიასთან (188,8), ბულგარეთთან (146,4), საფრანგეთთან (143).
საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2018 წლის იანვარ-მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1,343 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 23%-ით მეტია. ამ თანხიდან ექსპორტი შეადგენს 295,7 მლნ დოლარს — 13,7%-ით მეტი, ხოლო იმპორტი — 1,047 მლრდ დოლარს — 25,9%-ით მეტი. ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 27,4%-ია.
საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან — EFTA და დსთ-ის ქვეყნებთან. უახლოეს პერიოდში დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე ჰონგ-კონგთან.
გარდა ამისა, საქართველომ და ინდოეთმა 2017 წლის აპრილში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე. ასევე მიმდინარეობს წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან შესაძლო მოლაპარაკებების თაობაზე Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24