ეკონომიკა

გენადი არველაძეს თქმით, საქართველო შეიძლება გახდეს შუალედური რგოლი ევროპასა და აზიას შორის

28.06.18 20:00


„უაღრესად მნიშვნელოვანია ერთობლივი მოქმედება „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ ქვეყნებს შორის შეუფერხებელი ვაჭრობის ხელშეწყობა, ვაჭრობისა და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავება და საქმიანი გარემოს შექმნა“.

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ჩინეთში, ჰონგ-კონგში მიმდინარე სამიტზე „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ გამოსვლის დროს განაცხადა.

სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის.

გენადი არველაძემ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა, მათ შორის „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ (აბრეშუმის გზა) განხორციელებულისხვადასხვა ღონისძიების მნიშვნელობის შესახებ ვაჭრობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. „შესაბამისად, ვაჭრობისლიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება თავისუფალი ვაჭრობის რეგიონალურ და ორმხრივ ხელშეკრულებებს, ვიანიდან ასეთი ხელშეკრულებები მყარ საფუძველსქმნიან სავაჭრო ბარიერების მოხსნისა და შიდა რეგიონული ვაჭრობის გაძლიერებისათვის. ამ კუთხით სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობისხელშეკრულებას საქართველოსა და ჰონგ-კონგ, ჩინეთს შორის და ვიმედოვნებთ, რომ იგი ძალაში უკვე ამ წლის ბოლოდან შევა“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო-ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არამხოლოდ ორმხრივსავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს გააღრმავებს, არამედ მთელს რეგიონს მოუტანს სარგებელს, განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ იმ ხელშეკრულებებისგათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს სხვა ქვეყნებთან აქვს უკვე გაფორმებული. გენადი არველაძის განცხადებით, ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანიათავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები ევროკავშირთან და ჩინეთთან.

„არის რა აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი და ევროკავშირის ასოცირებული წევრი, საქართველო თავისუფალი ვაჭრობის პრივილეგიებით სარგებლობს ევროკავშირთან, EFTA-სა დადსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან და ახლა უკვე ჰონგ-კონგთან. ბიზნეს-მეგობრული პოლიტიკა, ძლიერი რეგიონალური და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები დაგეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა - ფაქტორებია, რის გამოც საქართველო რეგიონში ინვესტირებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა. ყოველივე ზემოთქმულისგათვალისწინებით, საქართველო შეიძლება გახდეს შუალედური რგოლი ევროპასა და აზიას შორის საქონლის გადამუშავებისა და წარმოების თვალსაზრისით“, - აღნიშნა გენადიარველაძემ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები